Monday, November 16, 2015

კუს ტბა

კუს ტბაქორქის ტბა — ტბა თბილისშიმთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ 
კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 -ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის 
ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-
ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია 
ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად.
ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და 
მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები 
კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია 
Turtle Lake, Tbilisi (1).jpgბაგირგზა.

ლისის ტბა

ლისის ტბა — ტბა თბილისის 

ქვაბულშიქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის 

ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 

მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისთოვლისა და მიწისქვეშა წყლით. 

მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი —შემოდგომაზეზაფხულში წყალი თბილია, 

მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, 

ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/

ლ). ტბაშიმოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, 

აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

ლისის ტბა